აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 850 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ბოლო ორ დღეში 14 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

დაზარალებულ შტატებს შორისაა კენტუკი, ჯორჯია, ვირჯინია და ალაბამა.

აშშ-ში შაბათ-კვირას დაგეგმილი 14 200-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, მათ შორის ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის სახელობის ეროვნულ აეროპორტში ავიაკომპანიებმა ყველა ავიარეისი გააუქმეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქარბუქსა და ყინვას „ისტორიული“ უწოდა და ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტენესისში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მერილენდში, არკანზასში, კენტუკიში, ლუიზიანაში, მისისიპში, ინდიანასა და დასავლეთ ვირჯინიაში. ჯამში, ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სინოპტიკოსების თქმით, თოვლი, ქარბუქი, წვიმა და ყინვა მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.

1tv.ge