მას შემ­დეგ, რაც ას­ტე­რო­იდ­მა დი­ნო­ზავ­რე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, გი­გან­ტუ­რი ფრინ­ვე­ლე­ბი ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკო­სის­ტე­მის თავ­ში მო­ექ­ცნენ, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი კი მათ ნა­დავლს შო­რის იყ­ვნენ.

2.8 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, სამ­ხრეთ აფ­რი­კის სა­ვა­ნა­ში, ჩვე­ნი შო­რე­უ­ლი წი­ნაპ­რის სამი წლის შვი­ლი და­ა­ბი­ჯებ­და, რო­მელ­საც კბი­ლე­ბიც კი არ ჰქონ­და სა­ბო­ლო­ოდ ამო­სუ­ლი. ახალ­გაზ­რდა Australopithecus africanus-მა არ იცო­და, რომ მას მაღ­ლი­დან ვი­ღაც უთ­ვალ­თვა­ლებ­და.

უეც­რად, ჰა­ე­რი­დან უზარ­მა­ზა­რი მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლი და­ეშ­ვა. მან ჩვი­ლი გა­ი­ტა­ცა და მოკ­ლა.

ზუს­ტად ცნო­ბი­ლი არ არის, თუ ფრინ­ვე­ლის რო­მელ­მა სა­ხე­ო­ბამ იმ­სხვერ­პლა ად­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ეს ჩვი­ლი, რო­მე­ლიც დღეს “ტა­უნ­გის ბავ­შვის“ სა­ხელ­წო­დე­ბი­თა არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ნა­მარ­ხის თვა­ლის ბუ­დე­ებ­თან არ­სე­ბუ­ლი ნა­კაწ­რე­ბი ზუს­ტად ემ­თხვე­ვა არ­წი­ვის კლან­ჭე­ბის კვალს, მტა­ცებ­ლი­სა, რო­მე­ლიც მსხვერ­პლს სწო­რედ ასე ინა­დი­რებს.

ქვის ხანა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ეპო­ქა გახ­ლდათ. სამ­ყა­რო მე­გა­ფა­უ­ნამ იგდო ხელთ. ად­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­მონ­ტე­ბის, მას­ტო­დონ­ტე­ბის, გი­გან­ტუ­რი ზარ­მა­ცე­ბის, ხმალ­კბი­ლა კა­ტე­ბი­სა და... ადა­მი­ა­ნის “მოყ­ვა­რუ­ლი“ უზარ­მა­ზა­რი ფრინ­ვე­ლე­ბის გვერ­დით ცხოვ­რობ­დნენ.

ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბი­დან დიდ გამ­ყინ­ვა­რე­ბამ­დე ცას ეს გი­გან­ტე­ბი გა­ნა­გებ­დნენ. მათ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ, შე­საძ­ლოა, უდი­დე­სი და დღემ­დე შე­უ­ფა­სე­ბე­ლი როლი ითა­მა­შა ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ის პრო­ცეს­ში. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა ბავ­შვე­ბის გამ­ტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის ლე­გენ­დებ­ში, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა­ში ამ ფრინ­ვე­ლე­ბის გა­და­შე­ნე­ბის შემ­დე­გაც დიდ­ხანს იცო­ცხლეს.

  • სა­ი­დან გაჩ­ნდნენ ეს მონ­სტრი ფრინ­ვე­ლე­ბი?

რო­დე­საც არამფრი­ნა­ვი დი­ნო­ზავ­რე­ბი დე­და­მი­წის პი­რის­გან აღი­გავ­ნენ, ცა მტვრით და­ი­ფა­რა და მცე­ნა­რე­თა უმე­ტე­სო­ბა და­ი­ღუ­პა. ცხო­ვე­ლე­ბის­თვის საკ­ვე­ბად თით­ქმის არა­ფე­რი დარ­ჩა, გარ­და თეს­ლე­უ­ლი­სა, ეს კი ფრინ­ვე­ლე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი პი­რო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

სხვა მტა­ცებ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, მცი­რე ზო­მის მი­წის ნის­კარ­ტი­ა­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც კა­ტას­ტრო­ფას გა­და­ურ­ჩა, გი­გან­ტე­ბად ევო­ლუ­ცი­ო­ნი­რე­ბა შეძ­ლო.

ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მცე­ნა­რე­ჭა­მია გახ­და. მა­გა­ლი­თად, ავ­სტრა­ლი­უ­რი Dromornithidae, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე იხ­ვებს ჰგავ­დნენ, ფრე­ნა ის­წავ­ლა და ოკე­ა­ნის გი­გან­ტურ მტა­ცებ­ლად იქცა.

ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია ოდეს­მე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი მფრი­ნა­ვი ფრინ­ვე­ლი Pelagornis sandersi, რომ­ლის ფრთე­ბის გაშ­ლი­ლო­ბა 7 მეტრს აღ­წევ­და.

სწო­რედ ამ სა­ზა­რელ ფრინ­ვე­ლებ­თან ბრძო­ლა უწევ­დათ ჩვენს წი­ნაპ­რებს.

რო­გორც პა­ლე­ო­ან­თრო­პო­ლო­გე­ბი აცხა­დე­ბენ ეჭვგა­რე­შეა, რომ ად­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მსგავ­სი ფრინ­ვე­ლე­ბის­თვის მსხვერ­პლს წარ­მო­ად­გენ­დნენ.

მტა­ცებ­ლე­ბის­გან, ფრინ­ვე­ლე­ბი­დან და ლე­ო­პარ­დე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, აფ­თრე­ბი­თა და გი­გან­ტუ­რი ნი­ან­გე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თა­ვის დაღ­წე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა ჩვენს წი­ნაპ­რებ­ზე უდი­დეს ევო­ლუ­ცი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­და. მი­იჩ­ნე­ვა, რომ გი­გან­ტუ­რი ფრინ­ვე­ლე­ბის ლუკ­მად ქცე­ვის შიშ­მა ფორ­მა მის­ცა რო­გორც ადა­მი­ა­ნის სხე­ულს, ისე გო­ნე­ბას.

  • ჯგუ­ფის ზომა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და, “სიმ­რავ­ლე­ში უსაფრ­თხო­ე­ბაა“.

დევ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მტა­ცებ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით (რო­გო­რე­ბიც მა­გა­ლი­თად ლო­მე­ბი ან მგლე­ბი არი­ან), მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი ხში­რად ჩა­საფ­რე­ბულ­ნი ნა­დი­რო­ბენ. შე­საძ­ლოა სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ადა­მი­ა­ნის მიდ­რე­კი­ლე­ბა სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­კენ, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად ადევ­ნებს თვალს მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის ასა­ცი­ლებ­ლად. ამას “მრა­ვა­ლი თვა­ლის ეფექ­ტი“ ეწო­დე­ბა.

ჰა­ე­რი­დან სიკ­ვდი­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას შე­საძ­ლოა ენის ევო­ლუ­ცი­ის­თვი­საც კი ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ პრი­მა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის მტა­ცებ­ლის­თვის ზო­გად გან­გა­შის სიგ­ნალს იყე­ნებს (მა­გა­ლი­თად, ერ­თსა და იმა­ვე ხმას ლო­მი­სა თუ ლე­ო­პარ­დის გა­მო­ჩე­ნი­სას). თუმ­ცა, მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნი­სას ისი­ნი სრუ­ლი­ად სპე­ცი­ფი­კუ­რი სიგ­ნა­ლე­ბით პა­სუ­ხო­ბენ.

ambebi.ge