საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მა მსოფლიოს 100 ყველაზე უსაფრთხო ბანკის 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, პირველ 12 პოზიციას ევროპული ბანკები იკავებენ, ხოლო პირველი 25-ეულიდან 17 ასევე ევროპის ფინანსურ ინსტიტუტებზე მოდის.
რეიტინგის ლიდერი გერმანული სახელმწიფო ბანკი KfW გახდა. მან პირველი ადგილი ზედიზედ მე-17-ედ დაიკავა. საერთო ჯამში, ასეულში 28 ქვეყნის, ტერიტორიისა და რეგიონის ბანკებია წარმოდგენილი.
რეიტინგში ყველაზე მეტი წარმომადგენელი საფრანგეთს ჰყავს - 10 ბანკი. გერმანიას, სამხრეთ კორეასა და აშშ-ს რვა-რვა ბანკი წარმოადგენენ, ხოლო კანადას - შვიდი.
Global Finance-ის შეფასება მსოფლიოს 500 უმსხვილესი ბანკის გრძელვადიან საკრედიტო რეიტინგებს ეფუძნება. კვლევაში გამოყენებულია სამი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს - Moody’s-ის, Standard & Poor’s-ისა და Fitch-ის - მონაცემები. შეფასებისას გათვალისწინებულია ბანკების უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები. მონაცემები 2026 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობითაა აღებული.