მზა საკვების მწარმოებელი ირლანდიური კომპანია Greencore Group ბრიტანულ კონკურენტ Bakkavor Group-ს 1.2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (1.6 მილიარდი აშშ დოლარი) ყიდულობს, განაცხადა Greencore-მა.
გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა. გარიგების პირობების თანახმად, Bakkavor-ის აქციონერები თითოეული აქციისთვის 85 პენსს მიიღებენ პლუს 0.604 Greencore-ის აქციას. შესაბამისად, ბრიტანული კომპანიის ფასი აქციაზე 200 პენსად არის შეფასებული, რაც 32%-ით მეტია მისი აქციების საბაზრო ფასზე 13 მარტს, ბოლო დღეს, სანამ Greencore-ის ინტერესის შესახებ ინფორმაცია გაჩნდებოდა.
Greencore-ისა და Bakkavor-ის შერწყმის შედეგად შეიქმნება კომპანია, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით 4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იქნება. Greencore–ის აქციონერები ახალი კომპანიის 56%-ს, ხოლო Bakkavor–ის აქციონერები - 44%-ს მიიღებენ.