აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 6.7%-ით შემცირდა და ჯამში 1 178 ბინა გაიყიდა, - ამის შესახებ Colliers Georgia მიერ უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც Recov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული მონაცემებით, აპრილში გაყიდული ბინების ღირებულებამ 67 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„ახალაშენებული ბინების შემთხვევაში, ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28.2%-იანი კლება დაფიქსირდა.
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,201 აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.