2024 წელს ევროკავშირში 20-64 წლის ასაკის მუშაკები თავიანთ ძირითად სამსახურში კვირაში საშუალოდ 36 საათს მუშაობდნენ. ევროსტატის მონაცემებით, ეს ნაკლებია 2014 წელთან შედარებით, როდესაც საშუალო მაჩვენებელი 37 საათი იყო.
ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო კვირა დაფიქსირდა საბერძნეთში (39.8 საათი), ბულგარეთში (39.0), პოლონეთში (38.9) და რუმინეთში (38.8).
ყველაზე მოკლე სამუშაო კვირა ნიდერლანდებშია (32.1 საათი), სადაც ევროპაში არასრული დასაქმების ყველაზე მაღალი დონე და პროგრესული შრომის კანონმდებლობაა.
დანიას, ავსტრიასა და გერმანიას ასევე აქვთ შედარებით მოკლე საშუალო სამუშაო კვირა, თუმცა ოდნავ უფრო გრძელი, ვიდრე ნიდერლანდებში - 33.9 საათი.
ეკონომიკური სექტორების მხრივ, 2024 წელს ევროკავშირში ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო კვირები დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და თევზჭერაში (41.2 საათი), სამთო მოპოვებაში (38.8) და მშენებლობაში (38.7).