Artemis II-ის გაშ­ვე­ბას NASA აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში გეგ­მავს. ეს არის ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­გეგ­მი­ლი კოს­მო­სუ­რი მი­სია, რო­მე­ლიც მთვა­რის გარ­შე­მო ფრე­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1972 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მთვა­რეს­თან ასე ახ­ლოს მივ­ლენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად რა­კე­ტის გაშ­ვე­ბა მარ­ტში იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის გამო, გეგ­მე­ბი შე­იც­ვა­ლა. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჰე­ლი­უ­მის გა­ჟონ­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის გა­მოც რა­კე­ტა შე­სა­კე­თებ­ლად ფლო­რი­და­ში, კეიპ კა­ნა­ვე­რალ­ში მდე­ბა­რე ასამ­ბლე­ის შე­ნო­ბა­ში და­აბ­რუ­ნეს.

NASA-ს გან­ცხა­დე­ბით, ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. რა­კე­ტის პლატ­ფორ­მა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა 19 მარტს იგეგ­მე­ბა, ხოლო მი­სი­ის გაშ­ვე­ბის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ თა­რი­ღად 1-ელი აპ­რი­ლია გან­სა­ზღვრუ­ლი.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მი­სია ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლია და გარ­კვე­ულ რის­კებ­საც მო­ი­ცავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათი თქმით, გუნ­დი სრუ­ლად მზად არის ფრე­ნის უსაფრ­თხოდ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა.

მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ოთხი ას­ტრო­ნავ­ტი მი­ი­ღებს: რიდ ვა­ის­მე­ნი, ვიქ­ტორ გლო­ვე­რი, კრის­ტი­ნა კოხი და ჯე­რე­მი ჰან­სე­ნი.

მი­სია და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღე გაგ­რძელ­დე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­ტრო­ნავ­ტე­ბი მთვა­რის გარ­შე­მო იფ­რე­ნენ და შე­მო­უვ­ლი­ან მის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს - იმ ნა­წილს, რო­მელ­საც დე­და­მი­წი­დან ვე­რას­დროს ვხე­დავთ, რის შემ­დე­გაც დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ფრე­ნის და­გეგ­მვი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბას ეთ­მო­ბა.

"ყვე­ლა შე­საძ­ლო რის­კი შე­ფა­სე­ბუ­ლია და გან­ხი­ლუ­ლია, რათა წარ­მა­ტე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი შევ­ქმნათ", - გა­ნა­ცხა­და "არ­ტე­მის II“-ის მი­სი­ის მარ­თვის გუნ­დის თავ­მჯდო­მა­რემ.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის გარ­კვე­ულ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. "თუ ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, ახა­ლი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ს შე­ად­გენს. თუმ­ცა ვფიქ­რობ, ჩვენ ბევ­რად უკე­თეს პო­ზი­ცი­ა­ში ვართ".

წყა­რო:

www.ambebi.ge