გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის საკადრო გადაწყვეტილებები სამინისტროს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც: 

-ლაშა დოლიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პროფესიით ეკონომისტია. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე კერძო სექტორში.

-ლერი გელენავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად დაინიშნა. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში.

-ცოტნე ბუჩუკური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

-გიორგი დარჩია სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო ორგანიზაციებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

-ალექსანდრე კაპანაძე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. განათლება მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში.

-გიორგი მაზიაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. პროფესიით ეკონომისტია. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში.

-ელენე ღუბიანური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსად დაინიშნა. პროფესიით სამართალმცოდნეა. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საჯარო და კერძო სექტორში.

-შპს საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორად გიგლა თამაზაშვილი დაინიშნა. აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და პარალელურად ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

-გიორგი რამიშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. პროფესიით სამართალმცოდნეა. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

-ივანე ბეგაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში.

-მერაბ ქვარაია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. განათლებით სამართალმცოდნე და ეკონომისტია. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში.