„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს“ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის,
უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის - ჯამში  74 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.