დიდი შვიდეულის (G7)-ის ფინანსთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ორშაბათს ონლაინ მოლაპარაკებების შემდეგ, მიიღონ სხვადასხვა ზომები ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციისთვის, სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გამოთავისუფლების ჩათვლით.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ საჭირო ზომები, მათ შორის, ენერგორესურსებზე გლობალური მოთხოვნის მხარდაჭერა ისეთი გზით როგორიცაა რეზერვების გამოთავისუფლება“, - ციტირებს Bloomberg დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადებიდან ამონარიდებს.

მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელები.

ვრცლად interfax - ზე