2025 წელს საქართველოში შემოვიდა 161.4 მილიონი ლარის ღირებულების 7,749 ტონა კარაქი (58.7 მილიონი აშშ დოლარი). ამ პერიოდში კარაქის საშუალო ღირებულებამ 1 კილოზე 20.8 ლარი შეადგინა – ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
2025 წელს იმპორტიორი კომპანიების მიხედვით კარაქის იმპორტის შეფასებისას, იკვეთება, რომ 10 წამყვანი ეკონომიკური სუბიექტის წილი მთლიან იმპორტში 82%-ს, წამყვანი 5 კომპანიის წილი - 67%-ს, ხოლო 3 წამყვანი კომპანიის წილი - 55%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალჰირშმანის ინდექსი (HHI) 1,435 ერთეული იყო, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
რაც შეეხება ექსპორტიორი ქვეყნების განაწილებას მთლიან იმპორტში, წამყვან პოზიციაზე საფრანგეთი, პარაგვაი და ირანია. 2025 წელს წამყვანი 5 ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 71%-ს შეადგენდა, მათ შორის საფრანგეთი -31%, პარაგვაი - 12%, ირანი -11%, ურუგვაი - 11%, ხოლო ფინეთი - 7%.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ექსპორტიორი ქვეყნების მიხედვით ფასების შედარება წარმოადგენს.
2025 წელს, საფრანგეთიდან იმპორტირებული 1 კილო კარაქის საშუალო ფასი - 27.3 ლარი იყო, რაც 31%-ით აღემატება მთლიანი იმპორტის საშუალო ღირებულებას (1 კგ-20.8 ლარი). ფინეთიდან იმპორტირებული
კარაქის საშუალო ფასი 25.3 ლარი იყო (22%-ით აღემატება საშუალო მაჩვენებელს). პარაგვაიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ - 16.5 ლარი, ირანიდან იმპორტირებულის - 13.7 ლარი,
ხოლო ურუგვაიდან იმპორტირებულის - 18.4 ლარი შეადგინა.