2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 862.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
„აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 138.4 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 7.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2 414.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია“, - წერია „საქსტატის“ ინფორმაციაში.