კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 929 მილიონი ლარი გადაიხადა.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელთან შედარებით, მობილური ოპერატორების შემოსავლები 63 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით გაიზარდა.

მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების (სიმ ბარათების) რაოდენობა 5 907 145-მდე არის გაზრდილი.

2025 წლის განმავლობაში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასეთი იყო:

  • მაგთი - 437,053,239 ლარი, 2,445,653 აბონენტი, ბაზრის 41.4%;
  • სილქნეტი - 183,523,472 ლარი, 2,118,229 აბონენტი, ბაზრის 35.9%;
  • სელფი მობაილი - 164,545,886 ლარი, 1,343,263 აბონენტი, ბაზრის 22.7%.