მსოფლიოში დოლარის მილიარდერების რაოდენობა, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 287 ადამიანით გაიზარდა, – ნათქვამია შვეიცარიული ბანკის, UBS-ის კვლევაში.
ეს კვლევის დაწყებიდან ყველაზე დიდი ზრდაა, გარდა 2021 წლისა, როდესაც მსოფლიოში 416 ახალი მილიარდერი გამოჩნდა. მათგან 91-მა ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღო ქონება, რომლის ჯამური ღირებულება 298 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ახალი რეკორდია.
UBS-ის შეფასებით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში მილიარდერები მემკვიდრეებს მინიმუმ 5.9 ტრილიონ დოლარს დაუტოვებენ. მსოფლიოში 2,919 მილიარდერია (2,545 მამაკაცი და 374 ქალი). მათი ჯამური ქონება წლის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა და 15.8 ტრილიონ დოლარს მიაღწია.