მსოფლიოში არ არსებობს ორი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აზერბაიჯანსა და თურქეთზე მჭიდროდ არის დაკავშირებული, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ ფორუმზე  განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანელი და თურქი ხალხები მსოფლიოში ყველაზე ახლოს მდგომ ერებს წარმოადგენენ.

„შეხედეთ თანამშრომლობის დონეს, პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ენერგეტიკულ კავშირებს და ხალხებს შორის ურთიერთობას. ჩვენ არ ვიცით მსოფლიოში სხვა ორი ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთთან ასე ახლოს იყვნენ, ასე უჭერდნენ მხარს ერთმანეთს და ასეთი მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდათ. ეს ჩვენი ხალხების უდიდესი სიმდიდრეა. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ეს ასევე რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.