13 ივლისის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან, ევროსა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით გამყარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით ლარის 0.12 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

ამავე პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალურმა კურსმა 3.0128 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გამყარდა — 0.98 თეთრით, რის შედეგადაც 1 გირვანქა სტერლინგის ღირებულება 3.5292 ლარი გახდა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მისი ოფიციალური კურსი 5.61 თეთრით განისაზღვრა.