„მშვიდობის საბჭოს“ შეუზღუდავი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, საბჭომ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის წევრი ქვეყნებისგან ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. 

ტრამპის თქმით, საბჭომ რეკორდულად სწრაფად გასწია ჰუმანიტარული დახმარება და უზრუნველყო ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლის გათავისუფლება.

"2026 წლის 19 თებერვალს ვაშინგტონში, დონალდ ჯ. ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში კვლავ შევხვდები მშვიდობის საბჭოს წევრებს, სადაც გამოვაცხადებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს, ასევე, ღაზის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებსა და ადგილობრივ პოლიციაში ათასობით პერსონალი გამოყვეს," - წერს ტრამპი სოც.ქსელში და იქვე მიუთითებს, რომ „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ჰამასმა” შეასრულოს სრული და დაუყოვნებლივი დემილიტარიზაციის ვალდებულება. „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.