ჩეხურმა კერძო სარკინიგზო ოპერატორმა RegioJet-მა პოლონეთის შიდა ბაზარზე ოპერაციების სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 2026 წლის 3 მაისიდან კომპანია შეწყვეტს კრაკოვი - ვარშავა - გდინიას და პოზნანი - ვარშავის მარშრუტებზე რეისების მომსახურებას.

პრესრელიზში RegioJet ამტკიცებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადამზიდავი PKP Intercity-ისგან „უსამართლო კონკურენციას“ შეეჯახა. ჩეხური კომპანიის ცნობით, PKP-მ რკინიგზის სადგურებში მარკეტინგული კამპანიები დაბლოკა, გაყიდვების ობიექტების გახსნას ხელი შეუშალა და ბილეთების ფასები 70%-მდე შეამცირა, რითაც „მტაცებლური ფასების პოლიტიკა“ შექმნა.

ვრცლად 34travel.me – ზე