Amazon-მა თავის ვებსაიტზე გამოაცხადა თანამგზავრული კომუნიკაციების ოპერატორის, Globalstar-ის შეძენის შესახებ, რომელიც ორ ათეულ დაბალ ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრს მართავს.

გარიგების მთავარი მოტივი ილონ მასკის Starlink-თან კონკურენციაა, რომელიც ამჟამად თანამგზავრული ინტერნეტის ბაზარზე დომინანტური მოთამაშეა, ორბიტაზე 9,500-ზე მეტი თანამგზავრით და მსოფლიო მასშტაბით 9 მილიონზე მეტი მომხმარებლით.

თავის მხრივ, Amazon-ს ამჟამად 200-ზე ოდნავ მეტი თანამგზავრი აქვს და კომერციული სერვისების გაშვებისთვის ემზადება, – წერს Reuters.

გარიგების საერთო ღირებულება შეფასებულია 11.57 მილიარდ აშშ დოლარად და მოსალოდნელია, რომ ის 2027 წელს დაიხურება.

ვრცლად liga.net – ზე