Politico-ს ინფორმაციით, რუსულ ნავთობზე ამერიკული სანქციები კვლავ ამოქმედდა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას არ გაახანგრძლივა რუსულ ნავთობზე ერთი თვის წინ შემოღებული 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, რაც იმას ნიშნავს რომ სანქციები დღეიდან კვლავ ძალაშია.

გასულ თვეში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნედლი ნავთობი და სხვა სახის ნავთობპროდუქტები სანქციებისგან 12 მარტიდან 11 აპრილამდე გაათავისუფლა, რაც ირანთან ომის შედეგად ნავთობის მარაგების დეფიციტით იყო გამოწვეული.