აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ირანულ ნავთობზე სანქციები 19 აპრილს სრულად აღდგება.
სანქციები გლობალურ ენერგომომარაგებაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 30 დღით მოხსნა, საშეღავათო პერიოდი კი 19 აპრილს იწურება და აღარ გაგრძელდება.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსური ინსტიტუტები უნდა ელოდონ მკაცრ ზომებს, მათ შორის მეორად სანქციებს, თუ ირანის საქმიანობის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ამ პერიოდში დაახლოებით 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი მოხვდა მსოფლიო ბაზარზე, რაც ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციას ემსახურებოდა, თუმცა აშშ ახლა ირანის წინააღმდეგ მაქსიმალურ ზეწოლას იწყებს.
1tv.ge