მოგზაურობის დაგეგმვისას, მომხმარებელთა 70% ხელოვნური ინტელექტის რჩევებს ტრადიციულ საძიებო სისტემის შედეგებზე მეტად ენდობა და მხოლოდ 5% არ არის მზად, დაეყრდნოს ხელოვნური ინტელექტის აგენტს. ამის შესახებ ნათქვამია მარკეტინგული სააგენტო Propellic-ის ანგარიშში „The State of AI Visibility for Trave“, რომელიც Touchstone Research-თან ერთად მომზადდა.
ერთკვირიანი ქცევითი კვლევის ფარგლებში, მოგზაურებს სთხოვეს, ნაცნობი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით რეალური მოგზაურობა დაეგეგმათ. ექსპერტები აკონტროლებდნენ მომხმარებლების ქმედებებს ეკრანებზე — დანიშნულების ადგილებისა და სასტუმროების არჩევიდან დაწყებული, მარშრუტების დაგეგმვით, ერთდღიანი ექსკურსიების ძიებითა და დაჯავშნის მცდელობით დამთავრებული. რესპონდენტებმა ტექნოლოგიის რეკომენდაციების სიზუსტე საშუალოდ 5-დან 4.1 ქულით შეაფასეს.
ნდობის მაღალი დონის მიუხედავად, დაჯავშნის პროცესში სისტემური პრობლემები წარმოიშვა: ოთხიდან სამ შემთხვევაში, მონაცემთა გადაცემა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტიდან დაჯავშნის სისტემაში ვერ მოხერხდა - ყველაზე ხშირად, მოგზაურობის თარიღები და სტუმრების რაოდენობა იკარგებოდა. მაშინაც კი, როდესაც გადაცემა წარმატებული იყო, მომხმარებელთა უმეტესობა გადახდის პროცესის დამოუკიდებლად დასრულებას ამჯობინებდა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე