მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ განახლებულ საჰაერო დარტყმებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას.
„ძალადობის შემდგომი ესკალაცია არ უნდა მოხდეს. ირანმა სერიოზული მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს აშშ-სთან, შეწყვიტოს მეზობლების მუქარა და შეზღუდვების გარეშე გახსნას ჰორმუზის სრუტე“, - განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის, გუშინ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაგმო და არაპროვოცირებულ ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.