ამერიკული კორპორაცია „მეტა“, რომელიც ფლობს Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, განიხილავს პერსონალის მასშტაბურ შემცირებას, რამაც შეიძლება მისი სამუშაო ძალა 20%-ით ან მეტით შეამციროს, იუწყება „როიტერი“ კომპანიის გეგმებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს წყაროების ცნობით, „მეტას“ მენეჯმენტი ხელოვნურ ინტელექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციების ფონზე ხარჯების ოპტიმიზაციის ახალ ტალღას ამზადებს.
კომპანია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ხარჯების კომპენსირებას და ამავდროულად, ავტომატიზაციის გზით ეფექტურობის გაზრდას.