ციურიხმა პირველი ადგილი დაიკავა უცხოელი სპეციალისტებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების რეიტინგში, რომელიც საკონსულტაციო ჯგუფმა Mercer-მა შეადგინა.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს სახელმწიფო სერვისების გამორჩეული დონე, დაბალი კრიმინალი და აქტიური კულტურული ცხოვრება, თუმცა გააფრთხილეს შვეიცარიის საბანკო დედაქალაქში ცხოვრების მაღალი ღირებულების შესახებ.
39 კრიტერიუმით შერჩეული ქალაქების ტოპ ათეულში შედის შვეიცარიის კიდევ სამი ქალაქი: ჟენევა (მესამე ადგილი), ბერნი და ბაზელი (მე-9 და მე-10 ადგილები შესაბამისად). მეორე ადგილი ვენამ დაიკავა, მეოთხეზე კოპენჰაგენი, მეხუთეზე კი ოკლენდი. მეექვსე ადგილზეა ამსტერდამი, მეშვიდეზე ფრანკფურტი, მერვეზე კი ვანკუვერი.