„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან, – წერს ინგლისური პრესა.
„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ნაგელსმანი შეიძლება გახდეს შემდეგი გერმანელი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია პრემიერლიგაში დომინირება და იურგენ კლოპის წარმატების გამეორება „ლივერპულში“.
კლუბის ერთ-ერთი მფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი და ტექნიკური დირექტორი კრისტიფ ვიველა განსაკუთრებით აფასებენ გერმანელი სპეციალისტის საქმისადმი მიდგომას.
თუმცა გუნდის წამყვანი მოთამაშეები, მათ შორის ბრუნო ფერნანდეში, აქტიურად უჭერენ მხარს ამჟამინდელ დროებით მწვრთნელს, მაიკლ ქერიქს. თუ ეს უკანასკნელი წავა გუნდიდან, ფერნანდეში მზად არის, დარჩეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი კონტრაქტის მიხედვით კვირაში 400 ათასი ფუნტი ექნება ხელფასი, და თუ ქერიქი გააგრძელებს მუშაობას, პორტუგალიელი მზად იქნება ხელფასის შესახებ მოლაპარაკებებზე, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.
ამ მომენტისთვის იულიან ნაგელსმანი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები კი ადრეულ სტადიაშია.