პერუში ჩინჩეროს საერთაშორისო აეროპორტის დასრულება 2027 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. მისი გაჩენით, ინკების ცნობილ ციხესიმაგრე მაჩუ-პიქჩუმდე მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.

პროექტის განხორციელებას წლების განმავლობაში თან ახლდა მრავალი პრობლემა, მათ შორის დაფინანსების დეფიციტი და კორუფციული სკანდალები.

ახალი აეროპორტი ანდებში, ისტორიული ქალაქის, ჩინჩეროს გარეუბანში განთავსდება და წელიწადში 8 მილიონამდე მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჰაბი რეგიონში მიიზიდავს 200%-ით მეტ ვიზიტორს ვიდრე ამჟამად იღებს.

თუმცა, ადგილობრივი თემების წარმომადგენლები, არქეოლოგები და გარემოს დამცველები აფრთხილებენ ახალი ობიექტის ამოქმედების შესაძლო შედეგებზე.

საქმე ისაა, რომ მაჩუ-პიქჩუში ვიზიტორების რაოდენობაზე ყოველდღიური შეზღუდვები უკვე დაწესდა. ტურისტების რაოდენობის ზრდამ შესაძლოა უძველესი ცივილიზაციის მყიფე ძეგლების განადგურება გამოიწვიოს.

სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ლანდშაფტებს, ტერასებსა და ბილიკებს, რომლებიც ინკებმა დააპროექტეს, – ამბობენ სპეციალისტები.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე