The Guardian-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე Henry Jullien-ის სათვალით გამოჩნდა, იტალიური ჯგუფის iVision Tech-ის აქციების ფასი, რომელიც ბრენდის მფლობელია, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი თითქმის 19 მილიონ დოლარი გახდა.

მაკრონმა არჩევანი, მოდელზე Pacific S 01 Double Gold-ზე გააკეთა, რომლის ფასიც 659 ევროა.

როგორც გამოცემა წერს, დავოსში გამოსვლის შემდეგ, Henry Jullien-ის ვებსაიტი ვიზიტორების ნაკადმა გადატვირთა.