გასულ წელს ყაზახეთი მეოთხე ადგილზე იყო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალია, - ინფორმაციას forbes.kz აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, 2025 წელს ერთ ლიტრზე საშუალო ფასმა ყაზახეთში 3.30 აშშ დოლარი შეადგინა.

საშუალო საექსპორტო ფასი გამოითვლება ექსპორტის მთლიანი ღირებულებისა და ექსპორტის მთლიანი მოცულობის თანაფარდობით. ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს ლოგისტიკის ხარჯებს, საბაჟო გადასახადებს და სავაჭრო მარჟას, რომელიც ემატება იმპორტიორი ქვეყნის შიგნით.

2025 წელს საქართველომ ყაზახეთში 9.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, ექსპორტის მოცულობამ კი თითქმის 3 მილიონი ლიტრი შეადგინა. 2024 წელთან შედარებით, ღირებულების თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი 10.4%-ით შემცირდა (10,700 დოლარიდან), რაოდენობრივი თვალსაზრისით კი 9.8%-ით (3.3 მილიონი ლიტრიდან).