ძირითადი ძვირფასი ლითონების ფასებმა ისტორიული მაქსიმუმები განაახლეს პარასკევს ვაჭრობის დროს გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების და დოლარის შესუსტების ფონზე.
ვერცხლის სპოტური ფასი სესიის მიმდინარეობისას უნციაზე რეკორდულ 99,34 დოლარამდე გაიზარდა, ოქროსი 4967,03 დოლარამდე.
ოქრო წლის დასაწყისიდან 14%–ით გაძვირდა, ვერცხლი 37%–ით.
ამასობაში, პლატინას სპოტური ფასი რეკორდულ 2684 დოლარამდე გაიზარდა უნციაზე. 2026 წლის სამ კვირაში ძვირფასი მეტალი 30%–ით გაძვირდა.