საქართველოს პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რომლებიც როგორც კანონის ავტორები განმარტავენ, მიზნად ისახავს უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლას და ქვეყნის შრომითი ბაზრის დაცვასა და განვითარებას.
კანონის ავტორები არიან, მარიამ ლაშხი, შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა და ირაკლი კირცხალია.
ახალი წესების მიხედვით, 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის კანონიერად დასაქმებისთვის აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, შრომითი საქმიანობის უფლების მიღება და მოქმედი ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის ვიზის ქონა.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც შესაბამისი განცხადებით დამსაქმებელმა უნდა მიმართოს