პარიზში ევროპის ყველაზე გრძელი საქალაქო საბაგირო გზა გახსნეს – და ეს არა ტურისტული ატრაქციონი, არამედ ახალი სატრანსპორტო მარშრუტია – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ის მეტროსთან აკავშირებს შორეულ რაიონებს და ზოგავს დროს: სადგურებამდე მისვლა ახლა დაახლოებით 10 წუთშია შესაძლებელი, ქუჩების, პარკებისა და საცხოვრებელი ტერიტორიების თავზე გადაფრენით.

ხაზი C1 გადაჭიმულია  4.5 კილომეტრზე, ის ჩაფიქრებულია როგორც სწრაფი „ხიდი“ გარეუბნებსა და ქალაქის სატრანსპორტო სისტემას შორის.

105 გონდოლა საათში დაახლოებით 22 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს და სადგურებში დაახლოებით ყოველ 30 წამში ჩადის. თითოეული მათგანი 10 მგზავრზეა გათვლილი.