ნავთობის ფასების ზრდა პარასკევს შუადღისას გაძლიერდა: ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მარკის მარტის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 1.09 დოლარით (1.7%-ით) გაიზარდა და ბარელზე 65.15 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის მარტის ფიუჩერსები 1.03 დოლარით (1.74%-ით), ბარელზე 60.39 დოლარამდე გაიზარდა.