მარია კორინა მაჩადოს განცხადების შემდეგ, რომ სურს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცეს, ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ პრემიის სხვა პირისთვის გადაცემა შეუძლებელია. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობის დარგში პრემიის სხვა პირისთვის გადაცემა, გაზიარება ან გაუქმება შეუძლებელია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების გადაწყვეტილება საბოლოო და მუდმივია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ პრემიების გამცემი კომიტეტები არ აკეთებენ კომენტარს ლაურეატების ქმედებებზე ან განცხადებებზე პრემიის მიღების შემდეგ.

მაჩადომ „ფოქს ნიუდთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემა ვენესუელის ხალხის მხრიდან მადლიერების გამოხატულება იქნებოდა.

ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის მიენიჭა.

1tv.ge