გამოცემა New York Times-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უგულებელყო მოსაზრება, რომ ვენესუელაში მისი ქმედებები პრეცედენტს უქმნის რუსეთსა და ჩინეთს უკრაინასთან ან ტაივანთან მიმართებით.
NYT-ის მიხედვით, ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ტაივანზე თავდასხმას ვერ გაბედავს.
"მან შესაძლოა, ეს სხვა პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ გააკეთოს, მაგრამ არა მგონია, რომ ამას ჩემი პრეზიდენტობისას იზამს." - ციტირებს ტრამპს New York Times.
ამას გარდა, ტრამპი მოელის, რომ აშშ ვენესუელის მართვასა და ქვეყნის ტერიტორიიდან ნავთობის მოპოვებას წლების განმავლობაში შეძლებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ამბობს, რომ ვენესუელის დროებითი მთავრობა, რომელსაც ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ მისი ვიცეპრეზიდენტი, დელსი როდრიგესი, ხელმძღვანელობს, აშშ-ს "ყველაფერს აძლევს, რაც ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია."
"ჩვენ მას [ვენესუელას] ძალზე მომგებიანად აღვადგენთ. ჩვენ ნავთობს გამოვიყენებთ და მოვიპოვებთ. ჩვენ ნავთობის ფასებს დავწევთ და ვენესუელისთვის ფულის მიცემას ვაპირებთ, რაც მათ სასოწარკვეთამდე სჭირდებათ." - ციტირებს ტრამპს NYT.