30 დეკემბერს, ლატგალეს რეგიონული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ლატვია-რუსეთის საზღვრის გასწვრივ 280-კილომეტრიანი ღობის მშენებლობა დასრულდა.

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უძრავი ქონების სახელმწიფო კომპანიის (VNĪ) ცნობით, ეს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 166 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო დამატებით 20 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია მომავალ წელს საპატრულო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების მოწყობას დასჭირდება.

„პროექტში ექვსი სამშენებლო კომპანია იყო ჩართული“, - განაცხადა VNĪ-ს გამგეობის წევრმა, ელენა გავრილოვამ.

მიუხედავად იმისა, რომ ვადების დაცვა მოხერხდა, მშენებლობის პროცესში მრავალი სირთულე წარმოიშვა. მათ შორის აღსანიშნავია ჭაობიან გარემოში მუშაობადა ცვალებადი ამინდის პირობები, რამაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას გამოწვევები შეუქმნა.

ლატვია-რუსეთის სასაზღვრო ღობის მოწყობის პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 166 მილიონი ევროა, თუმცა მშენებლობის პროცესს შეფერხებების გარეშე არ ჩაუვლია. დაბრკოლებებს ხშირად ქარიშხლები და ხეების წაქცევა ქმნიდა, უფრო იშვიათად კი - ადამიანთა ბოროტი ზრახვები.

„ბოროტი განზრახვის მქონე პირები, როგორც წესი, ლტოლვილები არიან; ისინი აზიანებდნენ ღობეებს, იყო შემთხვევები, როდესაც მთელი პანელის შეცვლა გახდა საჭირო. თუმაცა, როგორც წესი, პრობლემა ხშირად ხვრელების ამოვსებით გვარდებოდა. შესაბამისად, ხარჯები არც ისე მაღალი იყო“, - დასძინა ელენა გავრილოვამ.

უკანონოდ გადაკვეთის სამ მცდელობას. ცხრამეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა, სასაზღვრო ზონაში ნებართვის გარეშე ყოფნისთვის. მესაზღვრეები მიიჩნევენ, რომ სასაზღვრო ღობე მათ მუშაობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

„ღობის გვერდით ასევე აშენდა პონტონის სექციები, რომლებიც კიდევ უფრო აადვილებენ პატრულირებას. რაც შეეხება ღობეებს, მათზე აღმოვაჩინოთ გარკვეული ნიშნები, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა მისი დაზიანება სცდეს, მაგრამ რაღაც არ გამოუვიდათ“, - ამბობს სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის ოპოლეს სასაზღვრო დაცვის განყოფილების უფროსი, სერგის კრილოვსი.

თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები ამ შეფასებას არ ეთანხმებიან. ისინი სასაზღვრო ღობის ეფექტურობას ეჭვით უყურებენ და აცხადებენ, რომ ის მათში უსაფრთხოების განცდას არ იწვევს. მათ მიერ უფრო დიდი შეშფოთება საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოითქმება.

„ტელევიზორში ვნახე, რომ მგლებსაც კი შეუძლიათ ღობის ქვეშ გაძრომა. ხალხი იქ ახლა არ დადის, განსაკუთრებით საზღვრის იქითა მხარეს. გაქცევას აქედან თუ შეეცდება ვინმე“, - აღნიშნა ბალვის რაიონის სოფელ ბალტინავას მცხოვრებმა, ანტონსმა.

„რა აზრი აქვს ამ ღობეს? ეს მხოლოდ ფულის ფლანგვაა. ახლა ჰაერში ყველანაირი რაკეტა დაფრინავს. რა სარგებელი მოაქვს ღობეს? ძაღლები ან ღორები რომ არ გადმოვიდნენ?“, - გაწბილებას არ მალავს იურისი სოფელ ბალტინავადან.

ლატვია-ბელარუსის საზღვრის გასწვრივ ღობის მშენებლობა, რომელიც თითქმის 145 კილომეტრი სიგრძისაა, 2024 წლის ივლისში დასრულდა. რუსეთის საზღვარზე საპატრულო ბილიკების, საფეხმავლო ხიდების და კოშკების მშენებლობა კი მთელი მომავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე დამონტაჟდება ჭკვიანი ტექნოლოგიები, მათ შორის - კამერები და სხვადასხვა სენსორები. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, რაც დამატებით 20 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას საჭიროებს.

წყარო: 1 არხი