ორი ტანკერი, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან და რუსეთთან არიან დაკავშირებული, ლა-მანშის სრუტეში დააფიქსირეს.
როგორც ბერძნული ინტერნეტ-გამოცემა iPaper-ი თავის ექსკლუზიურ რეპორტაჟში აღნიშნავს, ეს გემები წარმოადგენენ მინიმუმ 50 საეჭვო ტანკერისგან შემდგარი ფლოტის ნაწილს, რომლებსაც „ჩრდილოვან ტანკერებს“ უწოდებენ და რომლებიც, სავარაუდოდ, ევროპის წყლებთან ახლოს ოპერირებენ.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ამ გემების მოძრაობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საზღვაო გზაზე, როგორიც ლა-მანშის სრუტეა, აჩენს კითხვებს სანქციების აღსრულების ეფექტურობის თაობაზე და რუსეთთან დაკავშირებული ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის მასშტაბებზე.
ტერმინი „ჩრდილოვანი ფლოტი“ იმ გემების მიმართ გამოიყენება, რომლებიც ჩართულნი არიან სანქციების გვერდის ავლის პრაქტიკაში და ამას გაუმჭვირვალე მფლობელობის სქემების, სახელის ან დროშის შეცვლის, აგრეთვე რეალური საქმიანობის კვალის დაფარვის გზით ახერხებენ.
წყარო: 1 არხი