ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა, უეფა-ს სუპერთასზე „ასტონ ვილას“ გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ მორიგი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა – ამან კიდევ უფრო გაამძაფრა საუბრები, რომ ქართველი ვარსკვლავი ოქროს ბურთს იმსახურებს.

„ლუის ენრიკეს გუნდისთვის შეხვედრა იდეალურად დაიწყო. გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ საუკეთესო ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ზალცბურგის სტადიონზე გამართული მატჩის მე-20 წუთზე ქართველმა ვარსკვლავმა დეზირე დუესგან ბურთი მიიღო, კარისკენ დაიძრა და ძლიერი დატყმით ანგარიში გახსნა“, – წერია უეფა-ს ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა – „პსჟ-მა „ასტონ ვილას“ დამარცხებით უეფა-ს სუპერთასი მოიგო. ეს ლუის ენრიკეს ბრწყინვალე გუნდის კიდევ ერთი გამარჯვებაა. თქვენი აზრით, ვინ იყო მატჩის საუკეთესო მოთამაშე?“. საინტერესო ისაა, რომ რომანომ თავისივე კითხვის პასუხად ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოაქვეყნა.

ფრანგული გამოცემა Foot Mercato: „მნიშვნელოვან დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. როგორ ფიქრობთ, იმსახურებს ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთს?“

1tv.ge