ტეხასის A&M უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასობით ყურძნის თესლი გაგზავნეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში.

ამის შესახებ Hi-Tech ტეხასის A&M უნივერსიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ორბიტაზე ექვსთვიანი ყოფნის შემდეგ მცენარეს დააბრუნებენ დედამიწაზე და დაიწყებენ მცენარეთა განვითარებაზე კოსმოსური გამოსხივების ეფექტის შესწავლას.

სამომავლოდ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ პირველი ღვინო დამზადდება ყურძნისგან, რომლის თესლიც კოსმოსში იყო. 

კოსმოსურ სადგურზე გაიგზავნა სამი ჯიშის თესლი, მათ შორის ლომანტო. ეს ჯიში შეიქმნა ტეხასის სელექციონერმა T.V. Munson-მა მე-20 საუკუნის დასაწყისში.