სომეხი მილიარდერი გაგიკ წარუკიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესო ქრისტეს ქანდაკების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნოეს კიდობნის მონუმენტურ მემორიალს ააშენებს. ამის შესახებ მედია წერს.
ერევნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე 2500-მეტრიან ჰატისის მთის მწვერვალზე ქანდაკების აღმართვის გეგმები პირველად 2022 წლის იანვარში გაგიკ წარუკიანმა გააჟღერა.
წარუკიანის თქმით, ეს „გიგანტური ქრისტე“ სომეხ ხალხს „აღორძინებისა და სინათლის გზას უჩვენებდა“ მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ.
სამუშაოების დასრულება თავდაპირველად 2025 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა ინფორმაციის გავრცელებისთანავე სომხეთის სამოციქულო ეკლესია პროექტს საჯაროდ დაუპირისპირდა იმ მიზეზით, რომ ის ეწინააღმდეგება სომხურ რელიგიურ ტრადიციებს და მისი მშენებლობა შეფერხდა, ბოლო ინფორმაციით ის 2027 წელს დასრულდება.
გამოცემის ცნობით, წარუკიანი აცხადებს, რომ ქანდაკებები მილიონობით ტურისტს მიიზიდავს.
