BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველი სამი მოკბელი წერს, რომ „არსენალი“ 17 წლის ანდრია ბართიშვილით დაინტერესდა:

„არსენალს“ გადაწყვეტილი აქვს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელს, ანდრია ბართიშვილს კონტრაქტის გაფორმების წინადადებით მიმართოს.

ლონდონური კლუბი ქართველი ფეხბურთელის, ანდრია ბართიშვილის ტრანსფერზე მუშაობს. 17 წლის ბართიშვილი „კოლხეთთან“ ხელშეკრულებით 2026 წლის ბოლომდეა დაკავშირებული და როგორც ცნობილი გახდა, „მეთოფეები“ მოზარდს წინასაკონტრაქტო შეთავაზებას გაუკეთებენ. ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა „არსენალი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ბართიშვილითაა დაინტერესებული.

ბართიშვილი უნივერსალური შემტევი ნახევარმცველია, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ კაშკაშა ტალანტად ითვლება და „იუვენტუსის“ ჩათვლით რამდენიმე იტალიურ კლუბთან გადასვლასთან აკავშირებენ“.

ბართიშვილი ამჟამად იჯარით „იბერია 1999“-ში თამაშობს, რომლის რიგებში 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 1.5 მილიონი ევროა.

sportall.ge