მალდივებზე 100 ელექტრო ჰიდროფოლიური გემისგან შემდგარ ფლოტს შექმნიან. ახალი ტრანსპორტი კუნძულებს შორის გადაადგილებას უფრო სწრაფს, წყნარს და ეკოლოგიურს გახდის.
პირველი ხუთი Navier N30 კატერის გაშვება წელს იგეგმება, ხოლო ფლოტი სამი წლის განმავლობაში კიდევ 95 ნავით გაიზრდება.
პროექტს ამერიკული კომპანია Navier დუბაიში დაფუძნებულ JIH Global Investment-თან პარტნიორობით ახორციელებს. ხელშეკრულების ღირებულება 100 მილიონი დოლარია. ჩვეულებრივი ნავებისგან განსხვავებით, Navier იყენებს ჰიდროფოლის ტექნოლოგიას: სიჩქარის მატებისას კორპუსი წყლის ზემოთ ადის.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე