ხვიჩა კვარაცხელია უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, რასაც მსოფლიო მედია ეხმაურება. საინტერესო მოსაზრება გამოთქვა იტალიის ნაკრების და „იუვენტუსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველი ვარსკვლავი „ოქროს ბურთს“ მსოფლიო ჩემპიონატის შედეგის მიუხედავად იმსახურებს.

The New York Times

პსჟ-ის ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რადგან ფინალში ფრანგული გუნდის გასვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 25 წლის ფეხბურთელმა ტურნირზე 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა, ასევე დაიმსახურა პენალტი, რომლის რეალიზების შემდეგ მისიმა გუნდმა „არსენალთან“ გაათანაბრა ანგარიში.

Terrikon

უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა აღიარა ქართველი ფეხბურთელის განსაკუთრებული წვლილი პსჟ-ის გამარჯვებაში. კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ფრანგულმა გიგანტმა კი ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მან ტურნირი შთამბეჭდავი შედეგით – 16 საგოლე მოქმედებით დაასრულა.

GOAL-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს 2026 წლის ოქროს ბურთის მოგების ფავორიტების ახალი რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზეა მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი, შემდეგ მოდის პსჟ-ის ვარსკვლავი უსმან დემბელე. რეიტინგი შედგა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ და მასზე გავლენას მოახდენს მოთამაშეების თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 11 ივნისს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში დაიწყება.

2026 წლის ოქროს ბურთის გალადაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ალესანდრო დელ პიერომ შეაქო ხვიჩა კვარაცხელია და განაცხადა, რომ ის იმსახურებს ჯილდოს მსოფლიო ჩემპიონატის შედეგის მიუხედავად. ფავორიტების სრულ რეიტინგში ასევე შედიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ლამინე იამალი, ვიტინია და კილიან მბაპე.

Devdiscourse

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა მას შემდეგ, რაც პსჟ-მა ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მან 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა, ასევე პსჟ-მა მის მიერ მოპოვებული გადამწყვეტი პენალტით გაათანაბრა ანგარიში ფინალურ მატჩში. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შეუჩერებელი იყო.

წყარო: პირველი არხი