კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია და ლიდერობს კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. ჩენდლერის ინსტიტუტის 2026 წლის გლობალურ რეიტინგში ქვეყანამ 60%-იან ზღვარს ისტორიაში მეორედ გადააჭარბა.

რეიტინგში საქართველომ აჯობა ევროკავშირისა და ნატოს 7 წევრ სახელმწიფოს. კვლევა, რომელიც გაეროსა და მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოს ყველაზე მაღალ შეფასებას ინვესტიციების მოზიდვაში, გამჭვირვალობასა და ბიზნეს რეგულაციებში ანიჭებს.

კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით - მათ შორის არის ლიდერობა, კეთილსაიმედო კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, მიმზიდველი ბაზარი და რეპუტაცია.

"კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. საქართველო ლიდერობს შავიზღვისპირეთში, კავკასიაში და ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოა მსოფლიო მასშტაბით ამ თვალსაზრისით. საქართველო აძლიერებს თავის განვითარებას და აგრძელებს განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა", - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

rustavi2.ge