ლიბანში ისრაელის იერიშების გამო ირანი აშშ-სთან კომუნიკაციას წყვეტს, - ინფორმაციას Sky News-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანის მომლაპარაკებელთა ჯგუფი შუამავლების მეშვეობით აშშ-სთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ირანი და „წინააღმდეგობის ფრონტი“ ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებს „სრულად დაკეტავს“.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ უბნებზე დარტყმების ბრძანება გასცა.

www.interpressnews.ge