სტამბოლში, ათათურქის სახელობის ოლიმპიურ არენაზე კანიე უესტის კონცერტმა დაახლოებით 118 000 მაყურებელი შეკრიბა. Reuters-ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი რეკორდული გახდა სტადიონებზე გამართულ კონცერტებს შორის.
კონცერტის დროს უესტმა სცენიდან განაცხადა, რომ სტადიონებზე გამართულ შოუებს შორის ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი კონცერტია ისტორიაში.
სააგენტოს მონაცემებით, წინა რეკორდი ჯგუფ Coldplay-ს ეკუთვნოდა. 2025 წლის იანვარში კოლექტივი 111 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, ნარენდრა მოდის სახელობის სტადიონზე.
ცნობისთვის, 2 ივნისს, Starring Georgia-ს ფარგლებში უესტი კონცერტს თბილისში გამართავს.