ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია easyJet-მა ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ინფორმაცია გაავრცელა, რომ მან აშშ-ში ბაზირებული კერძო საინვესტიციო კომპანია Castlelake-ისგან პოტენციური შესყიდვის ინტერესი დააფიქსირა. ამ სიახლის ფონზე, ავიაკომპანიის აქციები ვაჭრობის დასაწყისში 12%-ზე მეტით გაიზარდა.
პარასკევს, Castlelak–მა დაადასტურა ჭორები და განაცხადა, რომ ის „შესაძლო შეთავაზების განხილვის ადრეულ ეტაპზეა“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ easyJet-ის დირექტორთა საბჭოს ჯერ არავის მიუმართავს.