ხუთწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, ვარშავაში ისევ გაიხსნება პოსტერების მუზეუმი – გალერეა, რომელიც მსოფლიოში უძველეს მსგავს დაწესებულებად ითვლება.
პირველი გამოფენა 240 ნამუშევარს მოიცავს და პოლონური პლაკატების ხელოვნების 130 წლიან ისტორიას მიეძღვნება. გამოფენა ამ ფორმით სამი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი, რის შემდეგაც ის განახლდება: ქაღალდის მასალების სიმყიფის გამო, პოსტერები რეგულარულად შეიცვლება.