ირლანდიური ვისკის Jameson-ის მწარმოებელი რეტრო სტილის სპორტულ კოსტიუმს ქმნის სპორტული ტანსაცმლის ბრენდის Admiral-თან თანამშრომლობით. ამის შესახებ Spirits Business წერს.

გამოცემის ცნობით, კოსტიუმი Jameson-ის საფირმო მწვანე ფერში გამოვა. მასზე ასევე იქნება Admiral–ისა და ვისკის მწარმოებლის სიმბოლოები და ლოგოები.

„Jameson-ის ფეხბურთისადმი ერთგულება წლების განმავლობაში სრულყოფილად ასახავს ადმირალის მისიას, იყოს საფეხბურთო კულტურის ცენტრში. ორივე ბრენდს აქვს მდიდარი ისტორია, რაც ახალ კოლექციას ნამდვილ საფეხბურთო სულს მოუტანს“, - ციტირებს The Spirits Business, Admiral-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს თეო ჰამბურგერს.

rbc