ევროპელებს შორის, სამსახურში ყველაზე მეტად კომფორტულად თავს გრძნობენ ჩეხები და ლიეტუველები. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ევროპული სააგენტოს (EU-OSHA) მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩეხეთსა და ლიეტუვაში დასაქმებულთა ორი მესამედი თავს დაცულად გრძნობს მუდმივად დაძაბული ვადებისა და მენეჯმენტის მხრიდან ზედმეტი ზეწოლისგან.

მათ მოსდევენ ირლანდია და შვეიცარია, სადაც მხოლოდ 35% უჩივის სამუშაოს ძალიან სწრაფ ტემპს და საკმარისი დროის არქონას.

სამსახურში ფსიქიკური კეთილდღეობის შკალის საპირისპირო ბოლოში იყვნენ საბერძნეთი, სადაც დასაქმებულთა 57% თავს დაღლილად გრძნობდა და ლუქსემბურგი, საფრანგეთი და ნიდერლანდები, სადაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი ზედმეტად დატვირთულ სამუშაოზე უჩივის.

ვრცლად euro-pulse.ru – ზე